logo
ENG



თბილისის პარალელურად აქცია "შინ, ევროპისკენ" 20 ივნისს ბათუმშიც გაიმართება

15 ივნ 202219:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/15/te613p4u2t05ypi.jpg

აქცია "შინ, ევროპისკენ" 20 ივნისს ბათუმშიც გაიმართება

მოქალაქეები 19:00 საათიდან 6 მაისის პარკში შეიკრიბებიან და მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან

აქციის ორგანიზატორი, მოძრაობა სირცხვილია აცხადებს: 

"ივნისის ბოლოს ევროკავშირი საქართველოს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.

ევროპა ქართველების ისტორიული არჩევანი და მისწრაფებაა, რომლისთვისაც ყველა თაობამ მსხვერპლი გაიღო. ამ ჩვენი ისტორიული მისწრაფების ხელშესახები აქტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაა. ჩვენ, ქართველებმა, იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი შევქმენით და ევროპასთან ღირებულებითი კავშირის დეკლარირება შევძელით.

გაივლის 1 საუკუნე და რუსეთის ფედერაცია უკრაინის დასავლურ არჩევანს ახალი სამხედრო აგრესიით დაუპირისპირდება. უკრაინელი ხალხის გმირობისა და თავგანწირვის ფონზე კი უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის უპრეცედენტო შანსი ჩნდება - გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი და დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ფესვები და მისწრაფებებია.

საქართველოს მოქალაქეები შესაძლოა ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ თავისუფლება, მშვიდობა, ეკონომიკური მდგრადობა, ადამიანების უფლებების დაცვა და სამართლიანობა ის ღირებულებებია, რომლებიც გვაერთიანებს და რომელთა გარანტიც სწორედ ევროკავშირთან ინტეგრაციაა.

ვაჩვენოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი". 


close დახურვა